leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა სცადა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია და პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოეყენებინა

„მორიგი უღირსი საქციელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე წარმომადგენლისთვის ღირსების ორდენები არ მიეკუთვნებინა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ფეხბურთში ქვეყნის შიგნით მოქმედი პოლიტიკა არასოდეს იყო მთავარი და პრეზიდენტმა სცადა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია. მანვე აღნიშნა, რომ ერთობა ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
„მორიგი უღირსი საქციელი, მაგრამ რადგან ფეხბურთს ვეხებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნაკრების თითოეულ წევრს ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ, ვინც პოზიტიური მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის წინა შესარჩევი ეტაპის სასურველად დასრულებაში (ამ გამარჯვების ფონზე, ბიჭები აგრძელებენ შემდგომი გამარჯვებებისათვის ბრძოლას) ვუსურვო წარმატება. ვფიქრობ, რომ ერი უნდა იყოს ერთიანი – ეს ასე იყო და ასეც იქნება. ქვეყნის შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა ფეხბურთში არასოდეს ყოფილა განმსაზრვრელი. პრეზიდენტმა სცადა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია და პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოეყენებინა, იმიტომ, რომ ფეხბურთი დღეს აქტუალური თემაა.“ 
გახსოვთ ალბათ, როდესაც ფეხბურთელების ჩართვა სცადეს პოლიტიკაში. ასეთი ადამიანები რომ მივუშვათ ნაკრებში, სადაც შესაძლოა ზოგიერთი გამჭვირვალობას უჭერდეს მხარს და ზოგი – არა, გოლებიც ამ პრინციპით ჩაგვითვალონ. თუკი გამჭვირვალობის მომხრე გაიტანს, ჩაითვალოს და თუ საპირისპირო აზრის მქონე გაიტანს – არა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. პრეზიდენტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არის პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა. ერთობა ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. 
გახსოვთ ალბათ, როდესაც მსგავსი ჩემპიონატები ყოფილა (მახსენდება ჩემს ახალგაზრდობაში თბილისის „დინამოს“ თამაში თასების მფლობელთა თასზე) ქუჩაში ადამიანები არ მოძრაობდნენ, ყველა იყო ტელევიზორს მიჯაჭვული და ახლაც ასე იქნება. აქ პოლიტიკური მდგენელის შემოტანა შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მწვრთნელი არც ქოცია და არც ნაცი, თორემ ასეთი მიდგომით, პრეზიდენტი იმასაც იკისრებდა, რომ ნაკრები თავად დაეკომპლექტებინა. ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია და ამიტომ დავანებოთ ამას თავი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება და დაყოფა ვერანაირ ნეგატიურ შედეგს ვერ გამოიტანს, იმიტომ, რომ გუნდიც, ფედერაციაც, ნაკრების წევრები და ერი მათთან ერთად, არის ერთიანი და პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მდგენელის მიუხედავად, ყველა ერთი მიზნისკენ იქნება მომართული, რომ ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვოს და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ აღიმართოს ქართული დროშა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ასევე იხილეთ