leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს მასთან დაარეგულიროს და ააწყოს სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები

“ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს მასთან დაარეგულიროს და ააწყოს სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები და ჩვენ ეს გავაკეთეთ”,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, გვაქვს უვიზო მიმოსვლა, შუა დერეფანში გეოპოლიტიკურად ისტორიული როლი გვენიჭება ისევ და ვხვდებით უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქვეყანა შავ ზღვაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩინეთთან გვექნება კარგი ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩინეთთან კარგი ურთიერთობა და შუა დერეფანში გეოპოლიტიკურად სტრატეგიული როლი პირდაპირ კონვერტირდება ეკონომიკურ თავისუფლებაში, ეკონომიკურ მდგრადობასა და ეკონომიკურ სიძლიერეში, რომელიც ამავდროულად კონვერტირდება პოლიტიკურ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევიდა.

ასევე იხილეთ