top_leaderboard

კამალა ჰარისი: აშშ 1,5 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ენერგეტიკული სექტორის დასახმარებლად 1.5 მილიარდ დოლარზე მეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.

„მე აქ ვარ შვეიცარიაში, რათა გვერდით დავუდგე უკრაინასა და ლიდერებს მთელი მსოფლიოდან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ მშვიდობის დამყარებას და ვმუშაობთ მისი მიღწევისთვის, შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს უკრაინის აღდგენის პროცესში. ამ მიზნით, დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები 1,5 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე უკრაინელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად“, – განაცხადა ჰარისმა შეხვედრისას.

ასევე იხილეთ