leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალებმა ვერ შექმნეს ვერანაირი წინაპირობა იმისა, რომ არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგი დააყენონ

ოპოზიციის მხრიდან წარმოებული დესტრუქციული კამპანიის უკან, რაც საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების ბულინგში გამოიხატება, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერასა და წახალისებას ხედავს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციას სხვა რესურსი, გარდა დესტრუქციის, არ აქვს.
დიმიტრი ხუნდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადიკალებმა ვერ შექმნეს ვერანაირი წინაპირობა იმისა, რომ არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგი დააყენონ და უცხოელი წამქეზებლების დახმარებით მიმართავენ ზეწოლის, ბულინგის, არეულობის მცდელობას.
„თავად ოპოზიციას სხვა რესურსი, გარდა დესტრუქციის არ აქვს იმიტომ, რომ მან არჩევნებზე თავი არაერთხელ წარადგინა საზოგადოების წინაშე და ამ საზოგადოებას ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური განაჩენი მუდმივად აქვს გამზადებული ასეთი დესტრუქციული ოპოზიციის მიმართ – ოპოზიცია ცალსახად აგებს. რადიკალებმა ვერ შექმნეს ვერანაირი წინაპირობა იმისა, რომ არჩევნებზე მათთვის სასურველი შედეგი დააყენონ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ირჩევენ დესტრუქციას. 
მაგრამ ამას გარედან რომ ხელშეწყობა არ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, მათი ეს მიზანი მიუღწეველი იქნებოდა. ალბათ გახსოვთ, ქუჩაშიც ხალხის გამოყვანის არაერთი მცდელობა ასევე უშედეგო აღმოჩნდა. 20 კაცი, ერთი და იგივე სახეებით დადიოდა აღმა-დაღმა ხან თბილისში, ხან გორში, ხან ქუთაისში და ხან ბათუმში. მაგრამ როდესაც უკვე მოწოდებები იყო დასავლეთიდანაც, ქუჩის პროცესების წარმართვას წაეხმარა სხვადასხვა თემა, მათ შორის:  სანქციებთან მიერთების თემა; პირდაპირი სანქციები, თითქოს მმართველი გუნდი სანქცირდებოდა; საკანონმდებლო ორგანოში მიღებული გამჭვირვალობის კანონი (საქართველოში  რუსულია და დასავლეთში დასავლურია);  სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთა, არ წაიკითხოთ და ისე გააპროტესტეთო კანონი და ბევრი სხვა… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი  დასავლეთიდან იყო წახალისებული, რაც  მიუღებელია,” –  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ასევე იხილეთ