leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა ჭუმბურიძე: ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ გუნდი მოემზადოს, ბიჭებიც კარგ განწყობაზე არიან 

“გერმანელებს დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი ტურნირების მოწყობის, არაჩვეულებრივი მასპინძლები არიან, როგორც კი ჩამოვედით, ეს იმ წუთშივე იგრძნობოდა”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.

„ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ გუნდი მოემზადოს, ბიჭებიც კარგ განწყობაზე არიან. ველოდებით გულშემატკივარს, რომლებიც ჩვენს ბიჭებს უფრო გაამხნევებენ“, – განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

ასევე იხილეთ