top_leaderboard

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საზოგადოება მათ საბოლოო განაჩენს გამოუტანს და ბიულეტენთან გააკეთებს თავის შეფასებას 

“ოპოზიციამ ქარტიაზე ხელის მოწერით ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ამის შემდეგ საერთო სიას გააკეთებენ, ერთი ცენტრი იქნება, ორი თუ სამი, ამაზე პასუხია – შესაკრებთა განადაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისინი მაინც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკაში“ ოპოზიციის საერთო სიებზე საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოება მათ თავიანთი წარსულითა და აწმყოთი, თავიანთი განცხადებებით საბოლოო განაჩენს გამოუტანს და ბიულეტენთან გააკეთებს შეფასებას. ასე, რომ მოემზადონ 26 ოქტომბრისთვის“, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

ასევე იხილეთ