ღაზას სექტორში მიმდინარე ომის ფონზე, ვითარება იძაბება ისრაელის საზღვარზე ლიბანთან, სადაც ირანის მიე მხარდაჭერილი ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ აქტიურობს.
CBS News-ის ცნობით, აშშ შიშობს, რომ ისრაელი ლიბანში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება.
„ომის დაწყების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია „გააფთრებით მუშაობდა კულისებში“, რათა შეემცირებინა ომის გაფართოების ალბათობა. ახლა კი ვაშინგტონში შიშობენ, რომ ისრაელის ბოლოდროინდელი დარტყმების გაძლიერება ლიბანის ტერიტორიაზე არის მზადება იმისთვის, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ აქტივობის განეიტრალების მიზნით სრულმასშტაბიანად შეიჭრება ლიბანში“, – აღნიშნავს მედიასაშუალება.