leaderboard_below_slide
left_sabechdi

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მშვიდობის სამიტი“ რუსეთთან ერთად უფრო მეტად იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი მიიჩნევს, რომ რუსეთი შვეიცარიაში მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი რომ ყოფილიყო, სამიტი, შესაძლოა, უფრო მეტად ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული.

ჰაკან ფიდანმა სამიტის სხდომაზე აღნიშნა, რომ შვეიცარიაში სამიტის მონაწილეებმა იციან უკრაინის „მშვიდობის ფორმულა“ და გაიხსენა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის წინადადება „სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ“.

„მიუხედავად შემოთავაზებული შინაარსისა და პირობებისა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედის ნაპერწკალი. თუმცა თითოეული მხარე მიიჩნევს, რომ მეორის ქმედებები უფრო ფართო სამხედრო ძალისხმევის გაგრძელებაა“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

შეგახსენებთ, შვეიცარიაში 15-16 ივნისს „მშვიდობის გლობალური სამიტი“ იმართება.  როგორც ცნობილია, რუსეთი შვეიცარიაში მიმდინარე სამიტში მონაწილეობას არ იღებს.

 

ასევე იხილეთ