left_sabechdi

თამარ გაბუნიამ, „ევროპის უნივერსიტეტში“ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თამარ

“გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია, დემოგრაფიული სიტუაციისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. კონფერენციაში, სხვადასხვა რეგიონის, 200-მდე ექიმმა მიიღო
მონაწილეობა. საპატიო თავმჯდომარე იყო მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე.

ღონისძიებაზე, დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა, კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ