left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი: ტურისტები არ ვართ. ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ვნახოთ, რა იქნება

„პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში. ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ და ეს თამაშებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირზე დიდი ხანია არ უთამაშია არცერთ ქართულ გუნდს და, მით უმეტეს, ნაკრებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს მამარდაშვილი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 22 ივნისს „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან, 26 ივნისს კი პორტუგალიას.

ასევე იხილეთ