left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ყველაზე შემაძრწუნებელი ჩემთვის ლევილში მომხდარი შემთხვევა იყო, როდესაც დიასპორის წარმომადგენლად წოდებულმა ადამიანმა ლანძღა მინისტრი

გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირასთან“ მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე ე.წ. აღშფოთებული მოქალაქეების მხრიდან თავდასხმებზე ისაუბრა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მისთვის ყველაზე მძიმე ასეთი შემთხვევა ლევილის მამულში განვითარებული მოვლენები გახდა.

„ყველაზე შემაძრწუნებელი ჩემთვის ლევილში მომხდარი შემთხვევა იყო. ისტორიული ძეგლი აღადგინა სახელმწიფომ, კულტურის სამინისტრომ იმუშავა. საფლავების მონახულების პერიოდში მივარდა დიასპორის წარმომადგენლად წოდებული ადამიანი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის ძმა ხელმძღვანელობს და წაბილწეს ერთი საფლავი, იქვე, მათ თვალწინ ლანძღა მინისტრი. აი ამ ფესტივალის გახსნის დღეს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით – „ნაცმოძრაობის“ ბრიგადა, შეტევას ახორციელებს ამ ღონისძიებაზე. ფრანგული პოლიცია კი დგას და ქართველებს იცავს ქართველებისგან. მათ არ იციან არც „ნაცმოძრაობა“. აი ეს საშინელება მოხდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ