left_sabechdi

კრისტიან ერიქსენმა სლოვენიას გაუტანა

დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა, რომელსაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გული გაუჩერდა, მიმდინარე ტურნირზე თავის პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ორ მატჩს შორის ზუსტად 1100 დღე გავიდა. დღეს დანიის ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. ერიქსენმა მეტოქის კარი პირველ ტაიმში, მე-17 წუთზე აიღო. ამასთან, მან მთელი თამაში შეუცვლელად ითამაშა.

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა. მას სამედიცინო დახმარებას მოედანზე 15 წუთის განმავლობაში უწევდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს გული გაუჩერდა. ერიქსენი კლინიკიდან 18 ივნისს გაწერეს. სპორტსმენს დეფიბრილატორი ჩაუდგეს.

ერიქსენმა ვარჯიში იმავე წლის დეკემბერში დაიწყო და ფეხბურთსაც დაუბრუნდა.

ასევე იხილეთ