საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ გერმანიაში გულშემატკივრების ყოფნა მნიშვნელოვანია და აღნიშნავს, რომ ეს ნაკრებს მეტ სტიმულს სძენს.
„ჩვენი ფანების ყოფნა გერმანიაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან დიდი ენერგიას მისცემს ნაკრებს. ეს არ არის მხოლოდ გუნდის და ფედერაციის კვალიფიკაცია, ეს არის კვალიფიკაცია მთელი ქვეყნის, რადგან მთელი ქვეყანა მონაწილეობს ამ დიდ საფეხბურთო შეჯიბრებაში“, – განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.