leaderboard_below_slide
left_sabechdi

ინგლისის ნაკრებმა ჯუდ ბელინგემის გოლით სერბეთი დაამარცხა

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ზე პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე სერბეთი იყო, რომელიც 1:0 დაამარცხა და C ჯგუფში ერთპიროვნულდ გალიდერდა. ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა სლოვენიასა და დანიას შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბელინგემი მესამე ყველაზე ახალგაზდა ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა:

18 წლისა და 237 დღის: უეინ რუნი (vs შვეიცარია, ევრო 2004)
20 წლისა და 189 დღის: მაილკლ ოუენი (vs რუმინეთი, ევრო 2000)
20 წლისა და 353 დღის: ჯუდ ბელინგემი (vs სერბეთი, ევრო 2024)

სერბეთთან გამარჯვებით ინგლისის ნაკებმა დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. მომდევნო ტურში, 20 ივნისს სერბეთი სლოვენიას დაუპირისპირდება, ინგლისი – დანიას.

 

ასევე იხილეთ