left_sabechdi

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი  საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია.

„საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის,  თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.

მუსლიმი თემი  საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და  ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში.   ამიტომ, თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ასევე იხილეთ