ზაალ ანჯაფარიძე: კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას!“ (პ)რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო და NDI/IRI გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად, დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47 847-მა

„ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას – უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს“, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ გასული წლის 8 ნოემბერს დაიწყო და გამოკითხვების მიხედვით, ხელმოსაწერად საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უნდა გაქცეულიყო, თუმცა, დღემდე, მხოლოდ 48 000-მდე ადამიანს აქვს ხელი მოწერილი.
„ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას – უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ ევროპელ კურატორებს.
ხელმოწერების დიდი კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას!“ (პ) რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო. და NDI/IRI გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად. დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47 847 – თავად დათვალეთ, რამდენი პროცენტია. სამომავლოდ, კიდევ არაერთი მსგავსი მითი დაინგრევა“, – წერს ანჯაფარიძე.