leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: „ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70%-ს გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ, ამომრჩევლის 70%-თან კი უკვე შეკრა ხანგრძლივი ალიანსი ხელისუფლებამ

„ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70%-ს გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ზუსტად ამდენი პროცენტი უჭერს მხარს საქართველოში ლგბტქ+ პროპაგანდას. მხოლოდ ამდენ პროცენტს სჯერა საქართველოში, რომ „ლელო“ სხვაა და ნაცმოძრაობა სხვა“, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე შეუძლია სახლში წავიდეს, რადგან მათი მარცხი გარდაუვალია. „ამას რომ ხვდებიან, იმიტომ აკეთებენ არითმეტიკაში დაკარგულ სასაცილო განცხადებებს,“ – აღნიშნა მან.

„სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ „ლელო“ აპირებს ამომრჩევლების 70%-თან შეკრან ალიანსი, ანუ ამდენი ხმა აიღონ, სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. სამადაშვილისეული მათემატიკა – არითმეტიკასაც კი სცდება და მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის მარტივი დათვლების სტანდარტებს შეესაბამება.

„ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70%-ს გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ზუსტად ამდენი პროცენტი უჭერს მხარს საქართველოში ლგბტქ+ პროპაგანდას; მხოლოდ ამდენი პროცენტს სჯერა საქართველოში, რომ „ლელო“ სხვაა და ნაცმოძრაობა სხვა; სწორედ ამდენ პროცენტს სურს საარჩევნოდ ხმა მისცეს ევროპაში ხელმოცარულ სამადაშვილს, გებელსივით მოსაუბრე ნაცვლიშვილს, საქართველოს ეროვნული იდეების წინააღმდეგ მებრძოლ რესპუბლიკელებს და უსაზღვროდ ნეგატიური იმიჯის მქონე მათ ლიდერებს.

 სწორია, ზუსტად გამოთვალეს. იმდენად ზუსტად, რომ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის გარეშეც ქუდი დაიხურონ და სახლში წავიდნენ. თუმცა, ისედაც სახლში არიან უკვე. ამას რომ ხვდებიან, იმიტომ აკეთებენ არითმეტიკაში დაკარგულ სასაცილო განცხადებებს. რაც შეეხება ამომრჩევლის 70%-ს, მათთან უკვე შეკრა ალიანსი ხელისუფლებამ ხანგრძლივი დროით,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე იხილეთ