left_sabechdi

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. სატვირთო მატარებელი გაჩერებულ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩატარდება გამოძიება.

ადგილზე გაგზავნილია სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყვათ.

ასევე იხილეთ