left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: ძვირფასო საჯარო მოხელეებო, გირჩევთ, თქვენს ქვეყანას ემსახუროთ პირველ რიგში და მერე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ემსახუროთ ყველას

„თავისთავად ცხადია, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს რუსული სისხლიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რისი ნათელი მაგალითიც იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გადადგმული ქმედითი ნაბიჯები და დღევანდელი პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ გადადგმული ნაბიჯები. არა ფარსი და სისულელეები, არამედ კონკრეტული საქმეები. ესე იქნება ხვალაც”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„თავისთავად ცხადია, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს რუსული სისხლიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რისი ნათელი მაგალითიც იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გადადგმული ქმედითი ნაბიჯები და დღევანდელი პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ გადადგმული ნაბიჯები. არა ფარსი და სისულელეები, არამედ კონკრეტული საქმეები. ესე იქნება ხვალაც. ყველა რუსეთუმე, კიდევ ვიმეორებ, ორგანულად მიუღებელია ჩემთვის. მაგრამ, ზოგიერთი საჯარო მოხელე რასაც აკეთებს, ეს არ არის უკრაინის მხარდაჭერა, ეს არ არის სინათლის მხარეს დგომა, ეს არის ლატენტური ნაცობა და საკუთარი სახელმწიფოს იგნორი. ასევე დანახება ვინმეზე, თითქოს ძალიან პროევროპულები არიან და ა.შ. პირველ რიგში, ძვირფასო საჯარო მოხელეებო, ზოგიერთ სამინისტროში, გირჩევთ, თქვენს ქვეყანას ემსახუროთ პირველ რიგში და მერე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ემსახუროთ ყველას. ნაცვალგების პრინციპზე. მით უფრო, ზოგიერთ დირექტორს ეს არ უნდა ესწავლებოდეს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ძალიან კარგად იცის”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ