2024 წლის მარტში „ლიბერთიმ“ „რე|ბანკის“ პროდუქტი „ტოპ|ქარდი“ და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. „ტოპ|ქარდის“ „ლიბერთის“ სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა „ლიბერთიში“ და უცვლელი დარჩა როგორც დამტკიცებული ლიმიტები, ასევე პროდუქტის პირობები.
„ლიბერთის“ გუნდმა დამატებით სიახლე – ციფრული „ტოპ|ქარდი“ შესთავაზა მომხმარებლებს და ბარათის განახლება ციფრულ ფორმატშიც გახდა შესაძლებელი. ციფრული „ტოპ|ქარდის“ აღება „ლიბერთის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკში სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.
მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ „ტოპ|ქარდით“, მისი აღება შეუძლიათ როგორც „ლიბერთის“ ნებისმიერ ფილიალში, ასევე პარტნიორ ობიექტებში – „ლიბერთის“ განვადების მენეჯერებთან და დისტანციურად, ახალი ვებ გვერდის საშუალებით: https://libertycredit.ge/, სადაც ასევე ხელმისაწვდომია დეტალური პირობები და 3000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტის ჩამონათვალი.
„ლიბერთის“ გუნდისთვის „ტოპ|ქარდის“ შეძენა, უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯი იყო. ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის „ტოპ|ქარდი“ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, მიგრაციის პროცესის უმოკლეს დროში წარმატებით დასრულებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ‘ტოპ|ქარდის’ მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“, – აცხადებს ბექა გოგიჩაიშვილი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი
„ლიბერთის“ შესახებ:
„ლიბერთი“ ქვეყნის ერთ–ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. „ლიბერთი“ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.