left_sabechdi

ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი: ჩვენი დაპირება, უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრი გამხდარიყო, ამერიკელი გეოსტრატეგების გეგმის ნაწილია, რომ ევრაზიაში ამერიკამ დომინანტობა მოიპოვოს

„ჩვენი დაპირება უკრაინა და საქართველო ნატოს წევრი გამხდარიყო, ამერიკელი გეოსტრატეგების გეგმის ნაწილია, რომ ევრაზიაში ამერიკამ დომინანტობა მოიპოვოს”, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა. საქსმა ისაუბრა ამერიკის ჰეგემონობასა და სუპერ სახელმწიფოს ამბიციაზე, მისი თქმით, ამერიკელი გეოსტრატეგების მიზანი იყო შავ ზღვაში დასავლეთის ძალებით რუსეთის მომწყვდევა, შედეგად რუსეთი ძალაუფლებას დაკარგავდა. ამერიკელმა პროფესორმა უკრაინის ომზეც ისაუბრა. მისი თქმით, როცა დასავლეთი არაპროვოცირებულ ომს უწოდებს უკრაინის კონფლიქტს ეს ტყუილია და მისი მიზანი საზოგადოების სიცრუეში შეყვანაა.

„არაპროვოცირებული შეჭრა“ უწოდო უკრაინის ომს ეს უფრო არის ზარმაცი ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს გაერკვეს რა ხდება. ეს საშიშია, რადგან სრულიად არასწორი შეფასებაა და გაუგებრობას ქმნის იმ ხაფანგთან მიმართებით რომელიც აშშ-მა საკუთარ თავს და უკრაინას დაუდო რომ უბიძგა უფრო ღრმად შესულიყო “ამ უიმედო ქაოსში“. ვინ წამოიწყო ომი ამას ძალიან მარტივი პასუხი აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ თქვა, რომ უკრაინა ჩვენს მხარეს უნდა იყოს, ჩვენ გვსურს რუსეთის საზღვართან განვათავსოთ ჩვენი ან ნატოს სამხედროები, შესაძლოა რაკეტებიც. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც გვსურს რადგან ჩვენ სუპერსახელმწიფო ვართ. ეს მახსენებს 170 წლის წინ ბრიტანელების იდეას, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გარშემორტყმული ყოფილიყო დასავლეთის ძალებით. რის შემდეგაც რუსეთი დიდ ძალაუფლებას დაკარგავდა. შემდეგ იყო თურქეთი, შავ ზღვაში გვინდოდა რუმინეთის და ბულგარეთის დამატება, შემდეგ უკრაინის და საქართველოსი.

ჩვენ ვთქვით, მოდით, საქართველო ნატოს წევრი გავხადოთ. ამ იდეის მიზეზი კი ძალიან მკაფიოა. ეს ჩვენი გზა იქნებოდა ევრაზიაში დომინანტობის მოსაპოვებლად. თუ შავ ზღვაში დომინანტები ვიქნებოდით, რუსეთი აღარაფერი იქნებოდა, ეს კი თავისთავად ევრაზიის კონტროლის საშუალებას მოგვცემდა. ეს არის ამერიკის უნიპოლარობა, რომ ჩვენ ვმართავთ მსოფლიოს და ჩვენ ვართ ჰეგემონები. აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ნეოკონები ადგენენ ბოლო 30 წელია და ნათელია მათი განზრახვა: აშშ უნდა იყოს მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში ერთადერთი სუპერძალა და დომინანტი. ჩვენ ვართ მუდმივი ომის ქვეყანა. ჩვენ უკან არ ვიხედებით. 2002 წელს აშშ ცალმხრივად გამოვიდა ანტიბალისტიკური რაკეტების ხელშეკრულებიდან. გავიხსენოთ ნატოს სამიტი ბუქარესტში, სადაც ბუში გააფრთხილეს მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომ მისი ნაბიჯები საშიში და პროვოკაციული იქნებოდა. უთხრეს რომ ახლა ნამდვილად არ სჭირდებოდათ რუსეთის საზღვართან ნატოს მისვლა. შემდეგ ბუში თავის აზრს მიაწვა და უკრაინას პირობა მისცეს გაწევრიანებაზე.

პუტინი უმეორებდა ამერიკას, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან მათთვის წითელი ხაზი იყო. ბუშმა ეს სიტყვები არ მოისმინა. შემდეგ ითქვა – მოდი საქართველო გავაწევრიანოთ ნატოში, რაც კიდევ ერთი ჩვენი გეგმის ნაწილი იყო. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ თავად უკრაინას არ უნდოდა ნატო. მათ აირჩიეს იანუკოვიჩი, რომელიც ამბობდა, რომ ნეიტრალურები იქნებოდნენ,“ – აცხადებს ჯეფრი საქსი.

ასევე იხილეთ