left_sabechdi

საბერძნეთში მაღალი ტემპერატურის გამო კიდევ ერთი ტურისტი გარდაიცვალა

საბერძნეთში ექსტრემალური სიცხის შედეგად ტურისტის მორიგი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. კუნძულ მატრაკიზე 55 წლის ამერიკელი ტურისტი მაღალი ტემპერატურის გამო გარდაცვლილი იპოვეს.

მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.

პოლიცია გარდაცვლილი ამერიკელის ვინაობას არ ასახელებს. მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

როგორც უცხოური მედია წერს, ადრეული სიცხე დაემთხვა ხმელთაშუა ზღვის ქვეყანაში ტურისტების გაუჩინარებისა და დაღუპვის ტალღას, რაც ხაზს უსვამს სიცხის ზემოქმედების საფრთხეს.

ბერძენი სამართალდამცველების განცხადებით, ყველა ტურისტი სალაშქროდ მაღალი ტემპერატურის დროს წავიდა.

დაღუპულებს შორის არის ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი. მისი ცხედარი კუნძულ საიმზე 9 ივნისს ოთხდღიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ შემდეგ იპოვეს.

ასევე იხილეთ