ისნის რაიონში, ვაზისუბის IV მ/რ, II კვარტლის მე-12 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა.
სამუშოების შედეგად 2600 კვ.მ. ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე, გამწვანება და ახალი ლედ განათება მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 503 818 ლარით დაფინანსდა.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან კახა კახიშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.