left_sabechdi

„ჯივიპის“ სპეციალური განცხადება: ქუჩები, რომლებსაც წყალმომარაგება 18 ივნისის 08:00 საათამდე შეეზღუდება

დღეს, 17 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. აღნიშნული ქსელით მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება.

კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა მაგისტრალურ ქსელზე აღდგენითი სამუშაოები დღეს, 17 ივნისს 14:30 საათზე დაიწყეს და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 ივნისის 14:30 საათიდან 18 ივნისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

მთაწმინდის რაიონში: კაკაბაძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, კერესელიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, ჯუღელის, ხორავას, ბაქრაძის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, ბელინსკის, მიმინოშვილის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ყიფიანის, გიგაურის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭიჭინაძის, ჭონქაძის, ბერიძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, დადიანის, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ქუთათელაძის, ჟღენტის, ბროსეს, ბელინსკის, მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს.

კრწანისის რაიონში: ღვინის და გულუას აღმართებს, პუშკინის, აბესაძის, ივერიელის, საიათნოვას, იერუსალიმის, ასათიანის, გომის, ჯიბლაძის, თუმანიანი, ასკანის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს; აფხაზის ქუჩისა და ორთაჭალის ქუჩის ჩიხების ნაწილს.

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ჟვანიას მოედანს, საირმის გორას, შანხაის დასახლებას, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ჩიქოვანის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ონიაშვილის, ცინცაძის, ცაგარლის, გამრეკელის, ბაგრატიონის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, თამარაშვილის, ხვიჩიას და მიმდებარე ქუჩებს; კოსტავას, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, აბაშიძე-ორბელიანის, ასურელის, დავარისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების ნაწილს.

ვაკის რაიონში: ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის და მიმდებარე ქუჩებს; ჭავჭავაძის გამზირს ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში: ჩხეიძის ქუჩას და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.

დიდუბის რაიონში: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ლუბლიანას, ბალანჩინის და მიმდებარე ქუჩებს, ბელიაშვილის ქუჩისა და შესახვევების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge.

ასევე იხილეთ