საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ოთარ კიტეიშვილისა და საბა კვირკველიას მდგომარეობას რაც შეეხება, კვირკველია სათამაშოდ მზად არის, ხოლო კიტეიშვილი თურქებთან შეხვედრას გამოტოვებს.
შეკრების დროსაც ვგრძნობდი, რომ ემოციურმა ფონმა გადაიარა და ჩვენი მოთამაშეები ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ევროპის ჩემპიონატზდ სათამაშოდ მზად არიან.
კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს რაც შეეხება, მისთვის მთავარი თურქეთთან ხვალინდელი მატჩია. ლოგიკურია, რომ ხვიჩას საკლუბო მომავალზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ დარწუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ის თურქეთთან თამაშზეა კონცენტრირებული.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილის არყოფნას, ბუნებრბრივია, ეს ჩვენი გუნდისთვის დანაკლისია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოთარი ჩეხეთთან მეორე ტურის მატჩისთვის მზად იქნება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.