სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში კრემლის მმართველის ვიზიტი „ადასტურებს, თუ რამდენად არიან დამოკიდებული პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე“.
„მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის სამხედრო ძალისხმევის უდიდესი მხარდამჭერები არიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი”, – დასძინა მან.