სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
„ეს შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა ალიანსის წევრებს, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.