left_sabechdi

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„უნგრეთისთვის ძალიან რთული იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდაჭერა“, – აღნიშნა იანოშ ბოკამ.

უნგრელი მინისტრის თქმით, უნგრეთი არ ეწინააღმდეგება დანარჩენ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს, კერძოდ, ანტონიო კოშტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად, რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად და კაია კალასი ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატიდ.

„ურთიერთობა ევროკომისიის პრეზიდენტსა და უნგრეთს, როგორც წევრ სახელმწიფოს შორის, იდეალური სულაც არ იყო. ამ მიზეზების გამო, ძალიან გაგვიჭირდება მისი მეორე ვადით მხარდაჭერა“, – დასძინა იანოშ ბოკამ.

ასევე იხილეთ