leaderboard_below_slide
left_sabechdi

კანადის თავდაცვის მინისტრი: ახლა არ არის შესაფერისი დრო უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადამ გადაწყვიტა, შეაჩეროს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News ავრცელებს.

ნატოს სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ბილ ბლერმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯისთვის გარემოებები ამ მომენტისთვის არ არის შესაფერისი.

„განვიხილეთ ნატოს მისიის საკითხი [უკრაინელი სამხედროების] მომზადების გაძლიერების მიზნით. ამჟამად გარემოებები არ იძლევა კანადელი ინსტრუქტორების უკრაინაში განლაგების საშუალებას“, – აღნიშნა კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

„ვფიქრობ, გასაგებია შეშფოთება [ამჟამად] უკრაინაში სასწავლო მისიის გაფართოებასთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ