leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამ კანონის მიღებას

“ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე არის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი კანონპროექტის განხილვაში შემოსვლა”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

„მათი დამფინანსებლები მათგან ითხოვენ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ კანონის მიღებას, მაგრამ ამავდროულად, მათ იციან, რომ წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება ძალიან სერიოზულად დააზიანებს მათ. ამიტომ, მოიფიქრეს თავისი ხედვით რაღაც გამოსავალი, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს“, – მიიჩნევს მიქანაძე.

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება.

 

 

ასევე იხილეთ