leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია ამ განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„პირველი მოსმენები ითვალისწინებს განხილვას პრინციპების დონეზე. და რა არის პრინციპები – ვიზიარებთ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხს ან დასაშვებია თუ არა ლგბტ პროპაგანდა და ლიტერატურა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, უნდა ტარდებოდეს თუ არა არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციები. ეს არის პრინციპის საკითხები და როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ასევე იხილეთ