“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემმა ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა”, – ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგს დადებენ ჩვენი ბიჭები. ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, ისეთივე, როგორიც მქონდა საბერძნეთთან მატჩის წინ. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დღევანდელ ფეხბურთში ზოგადად რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი. დღეს ყველაფერი მოსალოდნელია ფეხბურთში, ყველაფერი ხდება, ყველასთან თამაში შეიძლება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ძალიან დიდი შანსი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომ გავიდეს ჯგუფიდან“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას დღეს გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.