leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებაა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დღეს დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებს შეხვდა და პროექტი გააცნო.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კულტურულ და ბუნებრივ რესურსებზე დაყრდნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სუვენირებში გამოსაყენებელი ძირითადი სიმბოლიკის იდენტიფიცირება, რაც სამომავლოდ, ხარისხიანი თანამედროვე ვიზუალის მქონე სასუვენირე და ხელნაკეთი ნივთების ახალი კოლექციების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ეფექტურ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე. პროექტზე მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია, დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად მოხდეს სიმბოლოების დასაბუთებული იდენტიფიცირება.

ასევე იხილეთ