„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი: წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ აბონენტებისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე
“წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება, პარალელურად ვმუშაობთ მოსახლეობისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე”, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა განაცხადა.
„24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ სამი მიმართულებით, რათა მივაღწიოთ დაზიანებულ წყალსადენამდე და უმოკლეს დროში შევაკეთოთ. გუშინ ღამით დავიწყეთ სამუშაოები, რათა მოგვეშორებინა მიწა, რაც წყალსადენზე იყო. ახლა კიდევ რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ წყალსადენი შევაკეთოთ. პარალელურად ვმუშაობთ წყლის სისტემის ათვისებაზე, რათა აბონენტებს წყალი მივაწოდოთ ალტერნატიული მილებით. ჩვენი სისტემის შედეგად შევძელით 63 000-მდე აბონენტისთვის წყლის მიწოდება ერთი გრაფიკით – რამდენიმე საათით დილით დაახლოებით 07:00 საათიდან 10:00 საათამდე, 07:00 საათიდან 10:30 საათამდე და ანალოგიური დროით საღამოს, რათა ყველა მომხმარებლისთვის შევძლოთ წყლის მიწოდება. 15 წყლის რეზერვუარი გვაქვს ხელმისაწვდომი, რათა პორტატული წყალი მივაწოდოთ იმ ადგილებში, სადაც არ შეგვიძლია წყლის მიწოდება ჩვენი სისტემით“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა.