left_sabechdi

იენს სტოლტენბერგი: ჩინეთმა რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის ფასი უნდა გადაიხადოს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთმა რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. მისი თქმით, პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან.

„ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს. რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ რაიმე სახის ეკონომიკური ფასი, თუ ჩინეთი არ შეცვლის თავის ქცევას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა BBC -სთან ინტერვიუში..

შეგახსენებთ, პეკინს უკვე დაწესებული აქვს გარკვეული სანქციები რუსეთის მხარდაჭერისთვის – გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა შეზღუდვები, რომლის სამიზნე, დაახლოებით, 20 კომპანიაა. ჩინეთი ირწმუნება, რომ რუსეთი მისგან ლეტალურ იარაღს არ ყიდულობს და რომ ის სიფრთხილით ახორციელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

ასევე იხილეთ