left_sabechdi

ნიუ-მეხიკოს შტატში, რუიდოსოს დასახლებაში ტყის ხანძრის გამო სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

ნიუ-მეხიკოს შტატის რუიდოსოს დასახლებაში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს ტყის ხანძარი უქმნის. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი დასახლებული პუნქტს სწრაფად უახლოვდება.

ტყის ხანძარია კალიფორნიაშიც. ცეცხლი ლოს-ანჯელესთან ახლოს ექვსი ათასამდე ჰექტარ ფართობს უკიდია. მის ჩასაქრობად 400-მდე მეხანძრე და 70 ერთეული სახანძრო სპეცტექნიკაა მობილიზებული. სამაშველო სამსახურების ცნობით, ამ დროისთვის მხოლოდ ხანძრის 8 პროცენტია ლოკალიზებული.

ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი უშლის ხელს.

ასევე იხილეთ