leaderboard_below_slide
left_sabechdi

აჩი არველაძე: საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მათთან თამაში ყოველთვის რთულია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა აჩი არველაძემ ჟურნალისტებს ევრო 2024-ზე „ჯვაროსნების“ თურქეთთან მატჩის მოლოდინები გაუზიარა.

„ალბათ, საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მაგრამ ეს იოლი ნამდვილად არ იქნება. თურქეთს კარგი გუნდი ჰყავს კვალიფიციური ფეხბურთელებით, მაგრამ ზოგჯერ ცუდად თამაშობენ.

ჩეხებს თუ შევადარებთ, ისინი საშუალოდ კარგად მოქმედებენ, თანმიმდევრულად, არ ჰყავთ კარგი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, როგორც ადრე, მაგრამ ფიზიკურად ძლიერები და მაღლები არიან. ჩეხეთი პოლონეთის ნაკრებს შეიძლება შევადაროთ, მაგრამ ვარსკვლავების გარეშე. მათთან თამაში ყოველთვის რთულია.

თურქებს ჩვენზე გამოცდილი გუნდი ჰყავთ, ევროპის ჩემპიონატზე პირველად არ თამაშობენ. საქართველოსთვის კი, გვინდა თუ არა, ეს პირველი ევროპული ტურნირია.

იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდეს, ერთი თამაში უნდა მოიგოს, მით უმეტეს, რომ ფლეიოფში მესამე ადგილიდან გასვლა შეუძლია“, – აცხადებს არველაძე.

ასევე იხილეთ