leaderboard_below_slide
left_sabechdi

დაჩი ცაგურია გავრცელებულ ფეიკინფორმაციაზე: მერამდენედ წამებთ ცილს საკუთარ სამშობლოს? რატომ გძულთ ასე ეს ქვეყანა, თქვე უჯიშოებო?

სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტპატიმარი, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ამასთან, ის ფოტოებს ავრცელებს და, როგორც აღნიშნავს, “მავნებლები” ფეიკინფორმაციის გავრცელებით კიდევ ერთხელ სწამებენ ცილს საკუთარ სამშობლოს.

„მორიგი ტყუილი და საკუთარი სამშობლოს უსამართლო დაცინვა, აბუჩად აგდება და სამარცხვინო საქციელი მავნებლებისგან…. თქვე საცოდავებო, ამ ფეიკ ფოტოს რომ აზიარებთ, თითქოს, საქართველოა და მორიგ ჯერზე გინდათ, ჩვენს ქვეყანას დააბრალოთ ახალი სამარცხვინო, თქვენივე გამოგონილი ტყუილი.

ესპანეთია ეს, არაა საქართველო…. უნამუსოები რომ ხართ, ვიცით, მაგრამ ამ უნამუსობას საზღვარი რომ არ აქვს, მაგას მორიგ ჯერზე გვაჯერებთ, ხო?

ეს მერამდენე ცილისწამებაა? ეს მერამდენედ წამებთ ცილს საკუთარ სამშობლოს? რატომ გძულთ ასე ეს ქვეყანა, თქვე უჯიშოებო?”, – წერს დაჩი ცაგურია.

ასევე იხილეთ