იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბეკერს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა კომიტეტების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს. ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომიტეტის ჩართულობა და 9-პუნქტიან გეგმასთან მიმართებაში კომიტეტის შემდგომი ნაბიჯები გააცნო.
„გერმანული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტიც და შეხვედრაც საქართველოს მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია“ , – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.