“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ჭეშმარიტება და აქსიომა ძალიან კარგად ერგება, ოპოზიციის ერთიან სიაზე დასმულ კითხვას, იქნება ეს ერთიანი სია თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი, ფიასკოა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ერთიანი სია თუ იქნება წარმოდგენილი, უკეთესი, რადგან კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩევლისთვის, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ისედაც ერთი ნიშნით და ერთი ფანჩატურით გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია, გინდაც ფორმალურად დანაწევრებული იყოს, თუ ერთი სიით წარდგება, ერთიანად ეტყვის მთელს ამომრჩეველს, რომ მას მხარი არ უნდა დაუჭირონ. თუ ეს იქნება ცალ-ცალკე წარმოდგენილი ის პოლიტიკური ძალები იგივე ხვედრს გაიზიარებენ, რომლებიც იქნებიან დანაწევრებული რადიკალური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.