“უკვე ოფიციალურად თაღლითურად აღიარებული ჯგუფის გაერთიანება და ასეთი განცხადებების კეთება უზნეობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“.
„უკვე ოფიციალურად თაღლითურად აღიარებული ჯგუფის გაერთიანება და ასეთი განცხადებების კეთება უზნეობაა. არასწორია, ტყუილია, სიცრუეა და რა საკვირველია სიყალბეა. ეს ადამიანები პირდაპირ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშაულებთან და ახლა ამ პირობებში იმ სტრატეგიასთან, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. ეს არის დესტაბილიზაცია. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამორჩეული მოწინავე წევრები არიან და მათი სხვადასხვა საკრებულოში კოლაბორაცია ჩვენ თვალწინ ხდებოდა. რუსთავის ბიუჯეტი მით კინაღამ ჩააგდეს და უშველებელი ზიანი მიაყენეს კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ქალაქებში, სადაც „გახარიებმა“ და “ნაცმოძრაობამ” ერთობლივი ფრაქციები შექმნეს და მმართველობის რაღაც სადავეები აიღეს ხელში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“.