left_sabechdi

ვილი სანიოლი: უფრო ძლიერი ხარ, როცა შენ უკან მთელი ქვეყანა დგას

ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრებზე ისაუბრა:

„ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვედ­რა ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა იყო, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღე ამ ემო­ცი­ებ­ში იყ­ვნენ და ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ზე გად­მორ­თვა გა­უ­ჭირ­დათ კი­დეც, თუმ­ცა შეკ­რე­ბის და­წყე­ბის წინ, ჩვენ მათ ვე­სა­უბ­რეთ, ვუ­თხა­რით, რომ ახლა სწო­რე­ბა ახალ მიზ­ნებ­ზე უნდა ავი­ღოთ, ამი­ტომ ეს ეტა­პი ყვე­ლამ დაძ­ლია, ისი­ნი მზად არი­ან”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ო­ლიმ დორ­ტმუნდში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის დიდი მუხ­ტი და ძა­ლაა, როცა იცი­ან, რომ მათ გვერ­დით მთე­ლი ქვე­ყა­ნა დგას.

„ყვე­ლა ქო­მაგ­მა ჩა­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვინ არის აქ, ან ვინ დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­ცით, რომ ყვე­ლა ერ­თი­ა­ნე­ბი ვართ, ზოგი ტრი­ბუ­ნა­ზე, ზოგი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, ზოგი შინ, ნე­ბის­მი­ერ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობთ და გრძნო­ბენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ეს ძა­ლი­ან დიდი მუხ­ტი და ძა­ლაა, უფრო ძლი­ე­რი ხარ, როცა შენს უკან მთე­ლი ქვე­ყა­ნა დგას”,- გა­ნა­ცხა­და ვილი სა­ნი­ო­ლიმ.

ასევე იხილეთ