leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს

“ნატოს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს”, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერი ლინ ჯიანი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის.

„ჩვენ ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და კონფლიქტი არ გააღვივოს, არამედ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს“, – განაცხადა ლინ ჯიანმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთის ობიექტურ, მიუკერძოებელ პოზიციასა და კონსტრუქციულ როლს აღიარებს.

ასევე იხილეთ