გერმანიის საელჩო საქართველოსა და ქართველ ფეხბურთელებს წარმატებებს უსურვებს. დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი თამაში ისტორიული მოვლენაა.
„საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დორტმუნდში პირველად ითამაშებს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული მოვლენაა. საელჩოც მოუთმენლად ელის ამ შეხვედრას და ქართველებს დღეს წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.