leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის აკრძალვის თემა უკავშირდება იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია

„ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის აკრძალვის თემა უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა ამ ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად”,– ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

“ადამიანები, ამას (განხილვას) არ ესწრებიან, თავის პოზიციას არ გამოხატავენ, სპეკულირებენ იმით, რომ ვითომდა ვიღაცის უფლებები შეიძლება დაირღვეს, რაც ტყუილია. სამართლის წინაშე ყველა თანასწორია. ელემენტარული არსებობს დასკვნა, რომ ადამიანებს (ოპოზიციას) არ მიაჩნიათ ეს პრინციპები სათავისოდ, ან თავისი პოლიტიკური შეხედულებების ნაწილად. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ