FT: ბრიტანეთის არმიას დღემდე არ აქვს ახალი მეფის ემბლემები, რადგან კომპანიას, რომელმაც ისინი უნდა დაამზადოს, ქარხნები ჩინეთშიც აქვს და შიშობენ, რომ საჯაშუშო მოწყობილობას ჩაამონტაჟებენ
გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის, ჩარლზ მესამეს პატივსაცემად სამეფო არმიის შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნებით შეკაზმული ახალი უნიფორმების დარიგება შეყოვნდა. ამის შესახებ Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ლონდონში ეჭვობენ რომ შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დამზადდეს, შესაძლოა ჯაშუშობის რისკის მატარებელი იყოს.
საქმე ეხება გაერთიანებული სამეფოს არმიის შენაერთების უნიფორმაზე ამსახველ გვირგვინს. ელიზაბეტ მეორე წმინდა ედვარდის გვირგვინს ანიჭებდა უპირატესობას, ახალმა მეფემ კი ტიუდორების გვირგვინი აირჩია.
იორკშირში მდებარე კომპანია Wyedean Weavin, რომელსაც ემბლემების დამზადება შეუკვეთეს, თავისი პროდუქციის ნაწილს ჩინეთში მდებარე ქარხნებში ამზადებს.
„არსებობს შიში, რომ განმასხვავებელ ნიშნებში შესაძლოა GPS-გადამცემები აღმოჩნდეს. დაყოვნების მიზეზი კი ის არის, რომ დიდ ბრიტანეთს დამოუკიდებლად ემბლემების ასე სწრაფად და იაფად წარმოების საშუალება არ აქვს“, – ამბობს გამოცემის წყარო.
თავის მხრივ, ლონდონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მსგავსი „სპეკულაციები და ბრალდებები არაფერს ეყრდნობა“ და მათი მიზანი ჩინეთის, როგორც საფრთხის წარმოჩენაა.