leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვილი სანიოლმა თურქეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან.

ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის სასტარტო თერთმეტეული შეარჩია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა (3-4-1-2) – მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

 

ასევე იხილეთ