დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
დაპირისპირებაში სტადიონის დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას დღეს გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.