ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დაიწყო. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
თურქეთის შემდეგ, ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელსაც საქართველო 22 ივნისს შეხვდება. ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს.