ვილი სანიოლი: ევროპულ ასპარეზზე საქართველოს ნაკრების საფეხბურთო შესაძლებლობები წარმოვაჩინეთ, შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ თამაშით კი და ამით ვამაყობ
„როცა აგებ, კარგი არ არის, თუმცა ევროპულ ასპარეზზე საქართველოს ნაკრების საფეხბურთო შესაძლებლობები წარმოვაჩინეთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ თამაშით კი და ამით ვამაყობ“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველო-თურქეთის თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ბოლო წლებში, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გაკეთდა, ისტორია დაიწერა და მოხარული ვარ, რომ მეც მათი ისტორიის ნაწილი გავხდი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ კარგი პერფორმანსი დავდეთ, რაც სამომავლო განვითარებისთვის ძალიან დაგვეხმარება.
მომავალში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. ახლა მთლიანად შემდეგ თამაშზე უნდა ვკონცეტრირდეთ, სადაც ასევე კარგ პერფორმანსს გვპირდებით. მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებიდან ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა და მოხარული ვარ, რადგან კარგი თამაში ჰქონდა. რა დაგვაკლდა იმისთვის, რომ არ წაგვეგო? ვფიქრობ, ცოტა გამოცდილება.
მსგავს ფორუმზე პირველად ვთამაშობთ და ასეთი დონის თამაშებით ვსწავლობთ იმას, როგორ არ წავაგოთ მსგავსი მატჩები მომავალში. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვითამაშეთ. ბაიერნში წლები ვთამაშობდი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ დორტმუნდის სტადიონი ერთ-ერთი გამორჩეულია. საქართველოს ნაკრების ჰიმნის დროს, თურქი გულშემატკივრები უსტვენდნენ, რაც დიდი უპატივცემულობაა.
ისე კი, თურქმა და ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარს კარგი თამაში უჩვენა. მამარდაშვილის შეტევაში წასვლა ლოგიკური იყო, რადგან 2:1 წავაგებდით თუ 3:1, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ ამაში ნეგატივს ვერ ვხედავ“, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა.